ფორტ ნოქსი - მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილია, სადაც არა თუ ჩვეულებრივ მოკვდავს, თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც აკრძალული აქვს შესვლა, რადგან "ოქროს საკუჭნაოდ" წოდებულ საცავში არც მეტი არც ნაკლები, 4 176 ტონა ძვირფასი მეტალი ანუ ქვეყნის მთელი ოქროს მარაგი ინახება.შეერთებული შტატების მთავარმა "საკუჭნაომ" სახელი გენერალ ჰენრი ნოქსის პატივსაცემად მიიღო, მისი მშენებლობა კი, მე-20 საუკუნის 30 წლებში დაიწყო, როცა "დიდი დეპრესიის" პერიოდში ფრანკლინ რუზველტის ცნობილი ბრძანების თანახმად, ამერიკის მოქალაქეებს ოქროს მონეტების, ზოდებისა და სერთიფიკატების ფლობა აეკრძალათ და მთელი მათი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. სწორედ ამგვარი "მისაკუთრების" შედეგად, სულ რაღაც ოთხ წელიწადში გამდიდრდა ფედერალური რეზერვი 4-დან 12 მილიარდამდე დოლარით.