ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა სან-ფრანცისკოში იყიდება და მისი ფასი ფინჯანზე 75 დოლარია. როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ყავის ამ სახეობას Elida Geisha Natural-ი ეწოდება. კომპანიამ Klatch Coffee-მ მისი თესლები პანამაში გამართულ აუქციონზე რეკორდულად ძვირად - 0,45 კილოგრამი 803 დოლარად შეიძინა. მისი მოხალვის შემდეგ კი ფასი ათას 200 დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, Klatch Coffee-მ ამ ყავის მხოლოდ 5 კილოგრამი შეიძინა. ჯამში კი აუქციონზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა, გასაყიდად ამ ექსკლუზიური ყავის 45 კილოგრამი იყო გამოტანილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ ყავის მარცვლებს ინტერნეტითაც ყიდის და 18 გრამის ღირებულება ამ შემთხვევაშიც 75 დოლარია.