ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოიყენოს ნებისმიერი რესურსი ივანიშვილის დასამარცხებლად, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის აკადემიის ყოფილმა უფროსმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სპორტის სასახლეში განუცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, დღევანდელ ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრება. მისივე თქმით, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, თუმცა ფიქრობს, რომ "ნებისმიერი დატვირთვა, რომელიც ექნება ამ ქვეყანაში, იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.