ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკურ შოუდ აქცია, რაც მისთვის მიუღებელია. მან დაკითხული მოწმის, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტის დაკითხვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დადუნაშვილთან მიმართებით გაკეთებულ მის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. ნათია საყვარელიძის თქმით, მან იცის, რომ მიღებული მძიმე ჭრილობის გამო ლევან დადუნაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას, როგორც ლევან დადუნაშვილის დედა ამბობს, ამის მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს.