პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და წარმატებულად ჩატარდეს. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები მათი მიზანი და პასუხისმგებლობაა. პრემიერმა საგანგებო მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაც და ე.წ. კომენტანტის საათიც გაუქმდება.