ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან - ამირან გამყრელიძე - Palitra News

ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან - ამირან გამყრელიძე

2020-04-15 09:30:29+04:00

ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ორი კვირის განმავლობაში სახლში დარჩენის რეკომენდაციას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, დაინფიცირების შემთხვევები მასშტაბური არ იქნება.

გამყრელიძის შეფასებით, ბოლო დღეებში დაინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე ყველა სოციალურ ფენაშია გავრცელებული.