„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა. როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ნებისმიერ პატარა ინციდენტზე შესაძლოა ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნას. მისივე თქმით, ყველას აქვს ერთი სული, რომ გამოვარდეს ხალხი და გააგდოთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან.