ყველამ უნდა გაიაზროს თურქეთის როლი ნატო-ში, - ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მდივანმა, ომარ ჩელიქმა განაცხადა. „აშშ-ს ხელმძღვანელობა დიდი ხანია ნატო-ს აკრიტიკებდა. ახლა კი აქცენტს აკეთებენ ნატო-ს მნიშვნელობაზე. თურქეთის ნატო-ს წევრობაზე მუდმივი დავა ნატო-ს ძირითადი ღირებულებების შესახებ დავაა“, - განაცხადა ომარ ჩელიქმა. მისივე თქმით, თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ეს ქვეყანა ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე მოეთხოვებოდა. „თუ თურქეთს ნატო-დან გარიცხავთ, ქვეყანა, როგორც სუვერენული სახელმწიფო სისუსტეს არ გამოავლენს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა ნატო-ს დააკლდება ის უზარმაზარი წვლილი, რომელიც თურქეთს შეაქვს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ჩელიქმა. შეგახსენებთ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩეს. პენსმა ანკარას მოუწოდა უარი თქვას რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შეძენაზე.