ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ, უკრაინაში, შესაძლოა ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გაერო შეიქმნა, რათა დაესრულებინა ომი და ემოქმედა, როგორც საერთაშორისო ინსტრუმენტს კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.