მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა. მისივე თქმით როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, ეს საქმე სტრასბურგში წავიდა და სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის. როგოც მაჩალიკაშვილი აღნიშნავს იგი ყველაფერს გააკეთებს სისტემის გასანადგურებლად და მისი შვილის მკვლელები საბოლოოდ მაინც დაისჯებიან.