მწერიჭამიების გვარის და ზღარბისებრთა ოჯახის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი, რომელმაც ეკლიანი "მანტიის" წყალობით გაითქვა სახელი, პალეონტოლოგთა მტკიცებით, პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია და სულ მცირე განვითარების 15 მილიონ წელს ითვლის. ზღარბი თითქმის მთელ მსოფლიოში ვრცელდება ცენტრალური და დასავლეთ ევროპის, მცირე აზიის, სკანდინავიის სამხრეთ ნაწილის და ბრიტანეთის კუნძულების, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის და აფრიკის ქვეყნების, მადაგასკარის და ავსტრალიის ჩათვლით. ახალ ზელანდიაში ცხოველი ხელოვნურად გადაასახლეს, ალპები, ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლზე კი, საკუთარი ნებით დალაშქრა და ჯუჯა ფიჭვებში დასახლდა.