არჩევნების პროპორციული სისტემის წესზე გადასვლასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უნიჭო სპექტაკლად აფასებენ. მათი თქმით თუ არ მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გამოვა და პროცესები უკიდურესად რადიკალური მიმართულებით წავა.
ოპოზიციის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. აღნიშნულ საკითხზე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს.