მეორე დღეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულიდან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დავით სერგეენკოს განცხადებით, სამიზნე პოპულაციაში დაახლოებით 600 ათასი ადამიანი მოიაზრება. სამინისტრომ მედიკამენტების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების შედეგად, უწყების წლევანდელი ბიუჯეტი დეფიციტური აღარ იქნება. მინისტრის მრჩეველი გარდამავალ პერიოდში კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას ელის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილს და ოპოზიციას.