უხერხემლო ცხოველების კლასის, ფეხსახსრიანთა ტიპის კიბორჩხალასნაირთა ოჯახი, რომელიც 70 ათასამდე სახეობას, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ კრევეტს, ლანგუსტს და ულვაშფეხას აერთიანებს, ფეხსახსრიანთა ერთადერთი წარმომადგენელია, რომლისთვისაც წყალი ბინადრობის ძირითადი გარემოა. მართალია, მოგზაური კიბორჩხალა მეტწილად მობილური ცხოვრების წესს მისდევს, მაგრამ შედარებით "ზარმაცები" მაინც მკვიდრი ცხოვრების წესს ანიჭებენ უპირატესობას. რა თქმა უნდა, მეზობელი ზღვის ბინადრების ფონზე კიბორჩხალა ვერასდროს დაიკვეხნის განსაკუთრებული გაბარიტებით, თუმცა ტასმანიელი "გიგანტური ზღვის ობობა" თავისი სოლიდური გარეგნობით, ნამდვილად არავის მისცემს დაჩაგვრის უფლებას, რადგან მსოფლიოს ყველაზე გაბარიტულის ტიტულის მფლობელს მთელი 80 სანტიმეტრის ტანი აქვს და 5 კილოგრამს იწონის, სახსრები კი, 4 მეტრამდე ეზრდება.