05:55
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები" - თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს იბრალებს?
23-02-2018

თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

იხილეთ:

სამართალდამცველებმა 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით გოგონას შეყვარებული დააკავეს

AutoPlay
თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კორონავირუსი თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდგინდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ანგელა მერკელი თვითიზოლაციის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ევროკომისიის ხელმძღვანელი იტალიას ბოდიშს უხდის
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
კახა კალაძის განცხადებით, გზების მშენებლობის სამუშაოები გრძელდება, თუმცა ყველა კომპანიას რეკომენდაციების შესრულება ევალება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, 800 ოჯახს ჰიგიენურ საშუალებებს და სასურსათო პროდუქტს გადასცემს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები