უახლესი: იმერეთის გუბერნატორი ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შესახებ
ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის პირველადი ვერსია
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხდეს.
მეზობლების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია. ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი შემთხვევის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან ხის სახლს ცეცხლი მალე მოედო.
უკომენტაროდ: რა ხდება ამ წუთებში ტრაგედიის ადგილზე, სადაც ხანძარს ორსული ქალი, 4 ბავშვი და მოხუცი ემსხვერპლა
რა არის ცნობილი ოჯახის შესახებ: ადგილობრივების ინფორმაციით, გორგოძეების ოჯახი ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. არსებული ინფორმაციით, მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ.
ბაღდათის მერია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება. მერის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხათ. ამასთან, გორგოძეები მრავალშვილოანი ოჯახის დახმარებასაც იღებდნენ.
შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.
ვიდეო: "ბავშვების მამა ამბობს, დაძინებული დავტოვეო..." - რა იციან მეზობლებმა ბაღდათში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შესახებ
რას ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გადადო