ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზე, 17,49 %-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.ცესკომ 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულდა. დედაქალაქის მერის არჩევნებში კანდიდატთა ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ელენე ხოშტარია - 7,12 %; კახა კუკავა - 1,26 %; ზაალ უდუმაშვილი - 16,53 %; ირმა ინაშვილი - 3,02 %; გიორგი გუგავა - 0,96 %; დავით შუკაკიძე - 0,05 %; გიორგი ლილუაშვილი - 0,09 %; ნიკოლოზ სანებლიძე - 0,05 %; თენგიზ შერგელაშვილი - 0,25 %; გიორგი ვაშაძე - 1,95 %; ლაშა სტურუა - 0,1 %; კახა კალაძე - 51,13 %; ალექსანდრე ელისაშვილი - 17,49 %.