სანამ ყველა რისკის თავიდან აცილებული არ მოხდება, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ. განცხადება თბილისის მერიაში გაკეთდა. მას შემდეგ, რაც სპეციალისტები ადგილზე მუშაობს დაასრულებენ, კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დაიწყება. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები, რათა დაზიანების ხარისხი და შენობის ტექნიკური მდგომარეობა დროულად დადგინდეს. ინციდენტის შემდეგ კორპუსისთვის ყველანაირი კომუნიკაციის შეწყვეტა მოხდა, თუმცა დღის ბოლოსთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილი იყო.