ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას უკვე მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების მკაცრი რეაქცია. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს რომ ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული. მარგველაშვილისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია და მიაჩნია რომ აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. პრემიერი განცხადებით კი სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას.მამუკა ბახტაძის თქმით, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. მტავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.