ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბლუმბერგის სკოლაში ჩატარებული კვლევის თანახმად,რომელიც 10 წელი მიმდინარეობდა, აჩვენა, რომ მწეველებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთემევენ პომიდორსა და ხილს, მავნე ჩვევასთან შეჭიდული ფილტვების ფუნქციის დაქვეითება ნაკლებად აღენიშნებოდათ. კვლევის შედეგი მიუთითებს იმაზე,რომ დასახელებული პროდუქტების ზოგიერთი კომპონენტი აღადგენს თამბაქოს მოწევით დაზიანებულ ფილტვის ქსოვილს. კვლევის თანახმად ზრდასრულებს, რომლებიც დღეში საშუალოდ ორ პომიდორს და სამ ულუფაზე მეტ ხილს მიირთმევდნენ, უფრო ნაკლებად ჰქონდათ ფუნქციადაქვეითებული ფილტვები,ვიდრე მათ ვინც საერთოდ არ ჭამდა დასახელებულ პროდუქტებს. მკვლევარებმა იმავდროულად შეისწავლეს ჯანმრთელ ფილტვებზე ხილისა და ბოსტნეულის შემცველი კერძებისა და დამუშავებული საკვები პროდუქტების გავლენა.გაირკვა რომ დამცავი და ე.წ. აღმდგენი ეფექტი მხოლოს ახალ ხილსა და ბოსტნეულს ქონდა. საყურადღებოა ასევე ის, რომ დამცავი და აღმდგენი ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატული ქონდა ვაშლსა და პომიდორს, არა მხოლოდ იმ ადამიანებთან რომლებმაც მიატოვეს თამბაქოს მოწევა,არამედ აქტიურ მწეველებსაც.