ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები დააანონსა. როგორც ცნობილი გახდა, პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისებით კი საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. ასეთი ქვეყანაში სულ 32 ათასი ადამიანია. საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდება 1 700 ათას ადამიანს, მიზნობრივ ჯგუფებს: 5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციუალურად დაუცველ მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში, სიახლეა ის, მათ ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ. მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელნწიფო ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს დაუფინანსებს. რაც შეეხება ონკოლოგიას, დაფინანსება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე არც ამ შემთხვევაში გავრცელდება.