თბილისის ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გაჩერდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხდა. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესი პროექტების შესწავლისა და მონიტორინგის შემდეგ გაგრძელდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობდა სამი მეტროსადგურის, კერძოდ, "გურამიშვილის", "სამგორისა" და "ავლაბრის" რეაბილიტაცია.შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით მიიღო.