"ყველა გზით გავაპროტესტებთ იმ დარღვევებს, რომელიც დაფიქსირდა" - აცხადებს ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი. ელენე ხოშტარიამ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და აღნიშნა რომ პარტია დაელოდება საბოლოო შედეგებს. თუმცა ამ გეგმავს, რომ მომავალში ადამიანების ნდობის მოპოვებაზე იზრუნოს. მისი შეფასებით, ”ევროპულ საქართველოს”, როგორც ახლადშექმნილ პარტიას, მოსახლეობის სერიოზული მხარდაჭერა აქვს . „ასევე გამოვხატავ პატივისცემას ყველა განსხვავებული აზრის მიმართ, ყველა მოქალაქის მიმართ, რომელმაც განსხვავებული არჩევანი გააკეთა"- განაცხადა ხოშტარიამ.