ამ კრიზისის დამარცხებაში ყველამ საკუთარი როლი უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ ფედერალური მთავრობა ამას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერში“ გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
„თითოეულ ჩვენგანს საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა გვაკისრია. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ვირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია. ჩვენ მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია,“- აცხადებს ბაიდენი.
მისი თქმით, ეს არის არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ თხოვნა, რომელიც მეცნიერებას ეფუძნება.