მსოფლიოს კინოთეატრებში 26 აპრილს ფილმის „შურისმაძიებლები: დასასრული“ პრემიერა გაიმართა. Bloomberg- ის ინფორმაციით, ფილმმა სალარო შემოსავლების მხრივ მხოლოდ პრემიერის დღეს 156 მილიონ 700 ათასი დოლარის მოგება მოიტანა. ამ მონაცემით „შურისმაძიებლების“ ბოლო, მე-4 ნაწილმა აქამდე არსებული ყველა რეკორდი, მათ შორის, მილიარდამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ფილმის რეკორდი მოხსნა. მეტიც, მარველის კომიქსის ამ ფილმს შანსი აქვს ყველაზე ძვირად ღირებული ფილმების რეიტინგის სათავეში მოექცეს.
კინოინდუსტრიის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის ჩამონათვალში ლიდერობს „ავატარი“ - 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარით; მას მოსდევს „ტიტანიკი“ - 2 მილიარდ 200 მილიონით; მე-3 ადგილზეა - „ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძება“ - 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარის შემოსავლით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ და „იურული სამყარო“ ინაწილებენ, შესაბამისად, 2 მილიარდი და - მილიარდ 700 მილიონი დოლარის შემოსავლით.
ათეულში ხვდებიან ასევე: „შურისმაძიებლები“, „ფორსაჟი 7“, „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“, „შავი პანტერა“ და „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები 2“.