გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივები შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას, სოფლის ამბულატორიებისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
ხელისუფლების წევრებმა აღნიშნეს, რომ არსებული საკითხების ნაწილი ოპერატიულად მოგვარდება, გრძელვადიანი პროექტების გადაწყვეტის საკითხი კი 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იქნება გათვალისწინებული.