წარმოგიდგენთ მორიგ ინოვაციურ და მომავლის ყურსასმენებს სახელად Vinci. ყურსასმენები იმართება ხმით და ამავდროულად არის თქვენი პირადი ასისტენტი. როგორც ამბობენ, ეს არის ჭვიანი ყურსასმენი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მუსიკის ჩართვა, მობილური ტელეფონის გამოუყენებლად. საკმარისა თქვენ მას სიტყვიერად უთხრათ რომელი კომპოზიციის მოსმენა გსურთ და ის დაუყოვნებლივ მოგიძებნით მას. გარდა ამისა, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, Vinci-ის შეუძლია გაგაცნოთ ამინდის პროგნოზი, მოგცეთ სასარგებლო რჩევები, შეასრულოს GPS-ის ფუნქცია და მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გაინტერესებთ. იდეის ავტორების თქმით, მასთან ერთად სეირნობა, ვარჯიში ან სირბილი სახალისო და კომფორტულია, რადგან თქვენ არ გჭირდებათ თან საკუთარი სმარტფონის ტარება.