გარმო სადაც ჩევნ ვცხოვრობთ სავსეა ხმაურით რომელიც გამოწველია ტრანსპორტით, ადამიანების გადააადგილებით ან მათი საუბრით. გარე ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და არ გვაძლევს დასვენების საშუალებას. ხშირად მგზავრობისას ჩვენ ვწუხდებით რელსების, ძრავის ან თუნდაც ბრბოს ხმაურით და გვსურს გაქცევა. ამისთვის უკვე არსებვობს ყურსასმენები, რომელსაც შეუძლია გარე ხმის დახშობა. Enclave Headphones- შეუძლია 5 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობა და მაღალი ხარისხის აუდიო ჟღერადობის გამოცემა. იმისთვის რომ გარე ხმაური დავახშოთ ჩვენ იძულებული ვართ ტელეფონს ბოლომდე ავუწიოთ, რაც ასევე აზიანებს ყურს. როგორც ამბობენ, ახალი ყურსასმენების მეშვეობით უკვე შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა. ღილაკზე თითის დაჭერით თქვენ ბლოკავთ შემწაუხებელ ხმას 98 პროცენტით და ტკბებით საყვარელი მუსიკის მოსმენით. იდეის ავტორების თქმით, ყურსასმენები იდეალურად ერგება ნებისმიერ ყურს და კომფორტულია ვარჯიშის დროს, რადგან ის არ ვარდება და ოფლგამძლეა. მუსიკის მოსმენით რამდენად დიდ საიმოვნებას ვიღებთ, სწორედ მის ჟღერადობაზეა დამოკიდებული. Enclave სუფთა პრემიუმ ხარისხის აუდიოს ჟღერადობას უზრუნველყოფს, რაც საშუალებას გვაძლევს დავტკბეთ საყვარელი მუსიკით დაბალ ხმაზეც კი, ისე რომ სასმენი აპარატი არ დავაზიანოთ. როგორც ამბობენ, Enclave-ის ყურსასმენებთან ერთად თქვენ ხმაურიან გარემოშიც, ტრანსპორტში, რესტორანში, ქუჩაში თავისუფლად თეგიძლიათ ისაუბროთ ტელეფონზე.