10:54
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ყურძენი, რომელიც 11 ათასი დოლარი ღირს
04-07-2017

იაპონიაში, Ruby Roman-ის ჯიშის ყურძნის მტევანი  დაახლოებით 11 ათას დოლარად გაიყიდა. Ruby Roman-ის ჯიშის ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში. ის იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მოყავთ. ყურძნის თითოეული მარცვალი პინგ-პონგის ბურთის ზომისაა, რომელიც 20 გრამს უნდა იწონიდეს და შაქრის შემცველობა დაახლოებით 18% უნდა იყოს.

ყურძნის გაშენება იაპონიაში 1992 წელს დაიწყეს, მისი გაყიდვა კი 2008 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც მისი ღირებულება უფრო და უფრო იზრდება.

იაპონია ცნობილია ძვირადღირებული ხილით. მათ შორის გამორჩეულია ნესვი და ვაშლი, რომლის ფასიც აუქციონზე დაახლოებით 1.5 მილიონი იენია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სააკაძე
01-10-2020
სულ გაუბერეს ამათმა!!
დიახ
01-10-2020
იყიდება ამის ტესლი იბეიზე ზან იაფი ღირს ასე რომ გამოიწერეთ
სხვა სიახლეები