როგორც წესი ხორცს ცივ წყალს ვასხამთ და წამოდუღებისთანავე ვხდით ქაფს. წვნიანის ზედაპირზე დაგროვილი ქაფი აჭრილი ცილებია.ცივ წყალში თბობისას გახსნილი ცილები და მინერალური მარილები წყალში გადაინაცვლებს, ხოლო ხორცის ადუღებულ წყალში ჩადების შემთხვევაში ეს ნივთიერებები ხორცში რჩება.თუ გსურთ ხორციანი წვნიანი გემრიელი გამოვიდეს, ხორცის ხარშვა ცივი წყლით დაიწყეთ.ნუ იჩქარებთ ქაფის მოხდას, რადგან მასში წვნიანისთვის სასარგებლო ნივთიერებებია. თუ ხარშვისას ერთ თავ ხახვს და სტაფილოს ჩააგდებთ, წვნიანის ზედაპირზე ქაფი აღარ ამოვა.