პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტორის აპარატის ინფორმაციით, მოქალაქეები საბანკო სექტორს ძირითადად, ოჯახის წევრებთან ან სამსახურში ინფორმაციის გამჟღავნებისა და კონფიდენციალურობის დარღვევების გამო უჩივიან. აპარატმა საბანკო სექტორს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა. მათი ძირითადი ნაწილი ახალი ევრორეგულაციის მიხედვით, მონაცემთა დამუშავების მიდგომებსა და მონაცემთა დამუშავების გარკვეულ თავისებურებებს ეხება.ბოლო დროს პერსონალური მონაცემების მოპარვის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავაც. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ინტერნეტ სივრცეში პირადი მონაცამები არ განათავსონ.