თბილისის მერიასთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა დროებით გზის გადაკეტვა სცადეს, რამაც აქციის მონაწილეთა ნაწილსა და სამართალდამცავებს შორის მცირე სიტყვიები დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა.აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს იყო გამაფრთხილებელი ქმედება. მათივე თქმით, თუ თბილისის მერიაში მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ და თანამდებობას არ დატოვებენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.აქცია დედაქალაქში ხეების უკანონო ჭრის წინააღმდეგაა მიმართული.