15:18
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები" - სახალხო დამცველი ბექაურის სკანდალურ მონაყოლს ახმაურებს
23-08-2016
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.

როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმის სრულყოფილად შესასწავლად სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულის მონახულება, რაც სამედიცნო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს.

ნანუაშვილის თქმით, გუშინ ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება მის წარმომადგენლებთან და ბექა ბექაურის მონახულება და გამოკითხვა მხოლოდ დღეს მოხერხდა.
AutoPlay
მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიკროავტობუსებში, ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
თელავის 24 საათიანი წყლის მიწოდების უზუნველყოფისთვის ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები