შემოგზავნილი ადამიანების მიერ პროვოკაციები ყველა არჩევნებზე ხდება ხოლმე, ეს არ მადარდებს, თუმცა, ძალიან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ჯიხაშკარში გუშინ მომხდარ ინციდენტს.როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, ყველა პარტიას უნდა ჰქოდეს შანსი, რომ თავისი პროგრამა, თავისი გეგმები გააცნოს ადამიანს მშვიდ გარემოში.