22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის დაკავებას ითხოვენ. როგორც სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი სამართლადამცველებს ათდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევაზაძეს სამართალდამცველები რამდენიმე დღეა ეძებენ.ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.