02:51
21 აგვისტო, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"სამსახური რომ იყოს, ასი წელი არ დავდგებოდი აქ" - რატომ აღარ აჯარიმებენ გარემოვაჭრეებს თბილისში?
24-02-2016
ცენტრალური ქუჩები და გამზირები, ტროტუარები, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები - ეს ადგილები დღითიდღე სულ უფრო მეტად ემსგავსება ერთ დიდ სავაჭრო მოედანს. პირდაპირ ქუჩებში გამოტანილი, არაორგანიზებულად განთავსებული სხვადასხვა ტიპის საქონელი ამ ადგილებისთვის უკვე ჩვეული ყოველდღიური მოვლენაა. გარემოვაჭრეების რიცხვი კი სულ იზრდება, რისი მთავარი მიზეზიც მძიმე სოციალური ფონია. თუმცა სავაჭროდ გამოსული ადამიანების უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე თანხის გამომუშავებას თუ ახერხებს.

გარევაჭრობა უკვე 10 წელია კანონით აკრძალულია. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოვაჭრეების დაჯარიმება და მათთვის საქონლის ჩამორთმევა არაერთხელ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ დაჯარიმების ფაქტები ბოლო რამდენიმე თვეა აღარ დაფიქსირებულა, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ადგილია, სადაც მსგავსი შემთხვევები დღესაც კარგად ახსოვთ.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები