გონიოში წვრთნების დროს დაკარგული ორი სამხედროს: იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები თურქულ ხომალდს ელოდებიან. როგორც შარაძის დედამ, ელენე შარაძემ განაცხადა, ოთხდღიანი ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. მას იმედი აქვს, რომ თურქული ხომალდი, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, მისი შვილის ცხედარს იპოვის.