11:24
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"რქაწითელი" "ბლუმბერგმა" საუკეთესო დაბალფასიან ღვინოდ დაასახელა
29-12-2015
ქართული კომპანია "ხოხბის ცრემლების" ღვინო "რქაწითელი" გამოცემა "ბლუმბერგმა" იმ 50 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა, რომელთა ფასიც 50 დოლარს არ აღემატება. "საქართველოში დამზადებული ეს ფორთოხლისფერი ღვინო დაყენებულია ქვევრში, სადაც მწიფდება და ძველდება", - წერს "ბლუმბერგი".

ჩამონათვალის ავტორი, ღვინის კრიტიკოსი ელინ მაკკოი ასევე წერს, რომ ძვირად ღირებულის გარდა, საბედნიეროდ, არსებობს ღვინოები, რომელთა შესაძენად მთელი ქონების გაღება არ დაგჭირდებათ. როგორც "ბლუმბერგის" სტატიაშია აღნიშნული, "რქაწითელი" 20 დოლარი ღირს.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები