პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ყოველწლიურად50-60 ადამიანი იღუპება. აკაკი ზოიძის განმარტებით, შრომის ინსპექციის დაკავშირება, რომ ეს არის პანაცეა შრომის უსაფრთხოების პრობლემის გადასაწყვეტად, აბსოლუტურად არასწორია. მისივე თქმით, დღესაც არსებობს "სისხლის სამართლის კოდექსში" 240-ე მუხლი, სადაც ჩაწერილია კონკრეტული პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე