კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყოველი მეხუთე ამერიკელი ბინის ქირას დროულად ვერ იხდის, ხოლო ყოველ მეათე იპოთეკარს უძრავი ქონების სესხის შენატანზე ვადაგადაცილება აქვს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, 22 მილიონი ამერიკელი ამბობს, რომ არასაკმარისი საკვები აქვს, ხოლო ყოველი მეათე ზრდასრული ამერიკელი შიმშილს განიცდის. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ითვალისწინებს 30-მილიარდიანი დოლარის დახმარებას დამქირავებლებისთვის და სახლების მფლობელებისთვის.