ირაკლი ოქრუაშვილი და მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა.მისივე თქმით, ოქრუაშვილზე საუბარს ერიდება, რადგან ქართველებისთვის ყოფილი მეგობრების კონფლიქტის მოსმენა ყოველთვის მძიმეა.