ყოფილი თანაგუნდელები ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარებს აკეთებენ. როგორც „პალიტრანიუსს“ "გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა.
სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული დაპირისპირება „გირჩში“ ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა, ორშაბათს ჯაფარიძემ ხვიჩიას ულტიმატუმი წაუყენა, რომ პარტიის მართვას ჩამოცილებოდა.