19:36
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა
24-05-2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“,- განაცხადა ჭკადუა.

ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

AutoPlay
თუ პანდემიას არ გავაკონტროლებთ, შემოდგომა მარტსა და აპრილს დაემსგავსება - ენტონი ფაუჩი
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
ჯანმო დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც შეაფასებს, თუ როგორ გაუმკლავდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
შსს განმარტავს თუ რატომ არის დამწვარი ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები