ანტონიო ლა კავა, სკოლის ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც თავისი მანქანა პატარა ბიბლიოთეკად გადააკეთა.ანტონიო უკვე 20 წელია თავისი მანქანით დადის ბაზილიკატას რეგიონში, რათა სოფლებში, სადაც ხშირად სკოლები არ არის, ბავშვებს წიგნები მიუტანოს.ანტონიომ ბიბლიოთეკის გაკეთება 42 წლიანი მასწავლებლობის შემდგომ გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს მას ბავშვებში წიგნების სიყვარულის გავრცელებაში დაეხმარება. ბიბლიოთეკაში 700-მდე წიგნია. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან პატარა ბიბლიოთეკის გამოჩენას. ანტონიო კვირაში ერთხელ 500 კილომეტრს გადის და ამას უსასყიდლოდ აკეთებს.