წყალტუბოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო მოქალაქის ცემასა და მის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე ყოფილ პროკურორს, გივი შენგელიას ბრალი წარედგინა. მიმდინარე გამოძიების საფუძველზე, შენგელია თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობითაც მიმართავს.“საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.