შელაპარაკება მოხდა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგნელ კახა კუკავასა და რესპუბლიკური პარტიის წევრ თამარ ხიდაშელს შორის. გადაცემა "360 გრადუსში"კამათი პარტიების საარჩევნო ნომრებს და ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, რაც შელაპარაკებაში გადაიზარდა.როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რესპუბლიკური პარტიის" სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ძალაში დატოვა ცესკოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილება. კერძოდ, "რესპუბლიკური პარტია" ითხოვდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც საარჩევნო კომისიამ 2 საარჩევნო სუბიექტს ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა.იხილეთ ასევე:
"თქვენ შეგცივდათ?.. მეტი კორექტულად როგორ ვთქვა?" - დაუსრულებელი კამათი კაციტაძე-კუკავასა და თამარ ხიდაშელს შორის