საერთაშორისო კომპანია "ქიუნეთის" წარმომადგენლებმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხურვალეთში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში ხურვალეთში მცხოვრებ ბავშვებს კომპანია ქიუნეთის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის პროდუქი ჩაუტანეს.საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, დევნილი ბავშვებისთვის სამუსიკო კვარტეტის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, სადაც შესრულდა როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები. ღონისძიების დასასრულს 60 დევნილ ბავშვს საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.