ნატო მოუწოდებს საქართველოს გააღრმავოს მიღწეული პროგრესი და ნატო გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, რათა მოამზადოს ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის. განცხადდება ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატალანიკური საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე გააკეთა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საბჭოს ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილის მიმწოდებელია ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა ალიანსის გენერალური მდივანის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.