სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, მათგანი ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი საშუალო სიმძიმის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ანუცხადა, რომელიც მარნეულის საავადმყოფოში იმყოფებოდა.მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაჭრილების თბილისში გადაყვანა არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი.„ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა. ამ ეტაპზე არ იგეგმება თბილისში მათი გადაყვანა, რადგან ტრანსპორტირების შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ. ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას. ეს არის გამოძიების საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და განმარტა, რომ დაშავებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.