ყირიმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ყველაზე ცოტა, 9 მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას "როიტერსი" რუსულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიკროავტობუსის მძღოლს, რომელსაც ტურისტები სამხრეთ რუსეთის ქალაქ კრასნოდარიდან მიჰყავდა, საჭესთან ჩაეძინა და რეგიონის დედაქალაქის, სიმფეროპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელთან დიდ სატვირთო მანქანას შეეჯახა. 7 ადამიანი ადგილზე, ორი ადამიანი კი მაშინ გარდაიცვალა, როცა მათი ჭრილობების დამუშავებას ცდილობდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა 9 ადამიანი.